ფეხბურთი

16:02 | 7.04.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ერთ წუთში წაგებული თამაში

კიდევ ერთხელ: უნდა არსებობდეს თუ არა საბიუჯეტო კლუბები

 წინა ტურში, ლიდერებს - თბილისის “დინამოსა” და “დილას” - შორის სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა და ჩემპიონატის ინტრიგა თითქოს გამძაფრდა. თუმცა, შაბათს, ვალდას ივანაუსკასის გუნდმა შინ ქუთაისელების წინააღმდეგ რაღაც უფხოდ, თუ უხასიათოდ ითამაშა და მოულოდნელად დამარცხდა.

ბოლოსკენ მოწყობილმა შტურმისმაგვარმა გაბრძოლებამ საქმეს ვერ უშველა. შესაძლოა, აქ უჩვეულო დასაწყისმაც ითამაშა თავისი როლი – უკვე მე-4 წუთზე სტუმარი ტორპედოელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თანაც ეს ორივე ბურთი გიორგი ბერიაშვილმა 1 წუთის ინტერვალში გაიტანა. ცხადია, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ასეთი შოკისმომგვრელი დასაწყისის შემდეგ გორელებმა, შესაძლოა, თამაში ვეღარც ააწყეს, მაგარამ ძაღლის თავი აქ უფრო სხვაგან უნდა იყოს დამარხული. კერძოდ - ფინანსებში.

უწინ ვიცოდით, რომ გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და იანვრიდან “დილა” ეულად დარჩა. მათ ხელმძღვანელებს ხშირად ვეკითხებით ხოლმე, სპონსორები თუ მოიძიეთო, ისიც ვიცით, რომ ბევრს მუშაობენ ამ მხრივ, თუმცა მიზეზთა გამო, კონკრეტულ პასუხს ვერ (ან არ) გვცემენ. გავიგეთ, რომ გუნდში მთლად სახარბიელო ფინანსური სიტუაცია არ არის, ხელფასები მეტ-ნაკლებად ფეხბურთელებსაც დააკლეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. შაბათს ივანაუსკასმაც ასეთი ფრაზები თქვა: “ფეხბურთელებს თავდაჯერება აკლდათ”, “ვისი იმედიც მქონდა ვერ ითამაშეს, შესაძლოა, წინასწარ გადაიწვნენ”, ”არის პრობლემები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს გუნდს კიდევ უფრო შეკრავს”...

მოკლედ, ისევ იმ ყბადაღებულ პრობლემამდე მივდივართ, რასაც საფეხბურთო მენეჯმენტი ჰქვია. ვინ უნდა პატრონობდეს გუნდებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები (ან ფირმები)? ცხადია, ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო სპორტულ გუნდებს არ უნდა ეხმარებოდეს, მოსავლელის და მისახმარებელის მეტი რა ჰყავს. ისიც მართალია, რომ გუნდის ბედი რომელიმე რაიონის ხელმძღვანელის კეთილ ნებაზე (ვთქვათ, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს) არ უნდა იყოს დამოკიდებული. საჭიროა სპონსორ(ებ)ის მოძებნა, მოზიდვა და ასე შემდგომ. მაგრამ, არ დაგვავიწდეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ამ ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანს თავისი სპეციფიკა აქვს. კარგია თუ ცუდი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ხშირად ე.წ. “სპონსორები” იგივე სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან და ვითომ გუნდების პატრონობის საბაბით ისევ ბიუჯეტის ფულს ხრავენ. ეს მართლაც სერიოზული თემაა და ზოგადად ფეხბურთის პრობლემატიკას სცილდება. ამ საკითხზე ჩვენ ადრეც ვწერდით და კარგი იქნება საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაებას პოლემიკაში. ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და ეგებ ჭეშმარიტებასაც მივაკვლიოთ, თორემ წლები გადის, ვითარება კი არ იცვლება, ჯოხი ყოველთვის კონკრეტულ პიროვნებებზე ტყდება, არადა პრობლემა გაცილებით ღრმაა. თანაც, უფულობა არა მარტო ჩვენ, გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც აწუხებთ, მაგალითად, სკანდინავიური ლიგის შექმნაზეც არის სააუბარი, თითქოს ბალკანელებიც აპირებენ გაერთიანებასო. მოკლედ, ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული.

ახლახან “დილას” მენეჯერმა გია ისიანმა საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელსაც ჰქვია “სახელმწიფოს როლის გაძლიერება რეგიონებში ფეხბურთის ეფექტური განვითარებისთვის.”

საკმაოდ ვრცელი პროექტია და ძირითადად საბიუჯეტო კლუბებს შეეხება (საქართველოში ასეთი ხუთია: გორის “დილა”, “ზუგდიდი”, ბოლნისის “სიონი”, ფოთის “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო”). პროექტის მიხედვით, რადგან გარდამავალ ეტაპზე ვართ, სახელმწიფომ 3 წლის განმავლობაში უნდა დააფინანსოს გუნდები, მაგრამ ეს დაფინანსება ძირითადად გრძელვადიან კონტრაქტებს, ინფრასტრუქტურის გამართვას, მწვრთნელთა გადამზადებას და ბავშვთა სკოლების შექმნას ითვალისწინებს. ანუ, 3 წლის შემდეგ ეს კლუბები სპონსორებისთვის თუ ბიზნესმენებისთვის საინტერესონი უნდა გახდნენ და უკვე დამოუკიდებლად გააგრძელონ არსებობა. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის სათანადო დაგეგმარებასა და სწორ მენეჯმენტს.

მოკლედ, ერთობ წინააღმდეგობრივი, მაგრამ საინტერესო თემაა. ვთქვათ, რა საჭიროა 3 წელიწადი ცდა, თუკი სპონსორი ნებისმიერ წამს შეიძლება იპოვნო? მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი სინამდვილე და ვნახავთ, რომ ფეხბურთში ფულის ჩადება არავის სურს. მაშ სად არის გარანტია, რომ 3 წლის თავზე მოუნდება? ერთი სიტყვით, დაფიქრება ნამდვილად ღირს. მით უმეტეს, რომ მუნიციპალური კლუბები, მაგალითად, საფრანგეთშიც არსებობს და არც უეფა კრძალავს სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსებას...

26-ე ტურში კი სხვა საყურადღებო კიდევ ის მოხდა, რომ “ტორპედომ” საგაზაფხულო ეტაპზე პირველად გაიმარჯვა, ამავე ეტაპზე ჯერჯერობით მოუგებელნი არიან “ზუგდიდი” და “ზესტაფონი.” გიორგი ბერიაშვილის გარდა დუბლით დინამოელი ჩისკო და მარტვილელი საბა ლომია გამოირჩნენ. ესპანელმა თავისი გოლების მარაგი 21-მდე გაზარდა და მეგოლეთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. ყოფილი ზესტაფონელი, 22 წლის ლომია კი წლეულს განსაკუთრებულ სეზონს ატარებს. ამის დასტურად ბომბარდირთა სიაში ჩახედვაც კმარა.

10 აპრილს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. 27-ე ტური კი კვირას, 14 აპრილს ჩატარდება.

26-ე ტური. 6 აპრილი

I-VI ადგილები

ზუგდიდი – ზესტაფონი 0:0

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 გიორგი ბერიაშვილი (3,4), 1:2 ირაკლი მოდებაძე (86)

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჩისკო (28), 2:0 ხმალაძე (34), 3:0 ჩისკო (61)

 

1. დინამო (თბილისი) 26 18 6 2 70:20 60
2. დილა (გორი) 26 18 2 6 45:18 56
3. ტორპედო (ქუთაისი) 26 15 6 5 44:20 51
4. ჩიხურა (საჩხერე)
26 15 5 6 39:25 50
5. ზესტაფონი
26 11 6 9 31:23 39
6. ზუგდიდი 26 10 6 10 28:38 36

     

    27-ე ტური. 14 აპრილი: ტორპედო – ზუგდიდი, ჩიხურა – დილა, ზესტაფონი – დინამო (თბ) 

     

    VII-XII ადგილები

    კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 1:1 (0:1)

    გოლები: 0:1 ბესიკ ჩიმაკაძე (43), 1:1 გიორგი ბუხაიძე (62)

    მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 0:0

    მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (1:0)

    გოლები: 1:0, 2:0 საბა ლომია (37, 68)

     

    1. მეტალურგი (რუსთავი)
    26 11 6 9 26:29 39
    2. მერანი (მარტვილი)
    26 8 3 15 26:39 27
    3. დინამო (ბათუმი) 
    26 6 5 15 27:48 23
    4. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 5 7 14 17:38 22
    5. სიონი (ბოლნისი) 26 5 7 14 17:41 22
    6. კოლხეთი (ფოთი)
    26 2 5 19 15:46 11

     

    27-ე ტური. 14 აპრილი: ვიტ ჯორჯია – კოლხეთი, სიონი – მერანი, დინამო (ბთ) - მეტალურგი

     

    მეგოლეები:

     21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

     17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

     15 - საბა ლომია (“მერანი”)

     12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

     10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

     8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)  

     7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ლევან ხმალაძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - “დინამო” თბილისი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

     6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

     5 - გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)

     4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი)

     3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი  (“ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)

     2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

     1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” აზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

     ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

     

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

     ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

     -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

     -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

     -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

     -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

     -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

    0.063408