ლევან მჭედლიძე და ნიკა გელაშვილი 5 მარტს, საქართველოსა და ლიხტენშტაინის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში ვერ ითამაშებენ. ორივეს ტრავმა აქვს. "ემპოლის" ფორვარდმა ვარჯიშზე იტკინა ფეხი და წვრთნა ვეღარ გააგრძელა. ექიმები ჯერ ზუსტად ვერ ამბობენ, რამდენი ხანი გაუცდება ლევანს.
ამ ორი ფეხბურთელის ნაცვლად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ვარშავის "ლეგიას" ფორვარდი ლადო დვალიშვილი გამოიძახა. სავარაუდოდ, მეორე ფეხბურთელიც დაემატება სიას, თუმცა ვინ, ჯერ უცნობია.
ვიდეო: მჭედლიძის ტრავმა
http://video.gelocal.it/iltirreno/locale/infortunio-alla-caviglia-sinistra-per-l-attaccante-azzurro-levan-mchedlidze/26970/27506#commenti