ფეხბურთი

16:52 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული: მეშვიდე ტურიც მსაჯების სკანდალის ჩრდილში

ბოლო დღეებში საფეხბურთო საზოგადოებაში მთავარი სალაპარაკო თემა ისევ მსაჯების დაკავებაა. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი, მათ შორის, ერთი ფიფას უკვე ყოფილი არბიტრი, თორნიკე გვანცელაძე დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში არბიტრებს 4-დან 6 წლამდე ციხე ემუქრებათ.

დაბნეულია ყველა. სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელობა გადადგა. იმ დღეს კი საქალაქო სასამართლოს წინ მყოფი მსაჯების ახლობლები მართლაც ძალიან მძიმე დღეში იყვნენ. ცხადია, თუ დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მათ მაღლა მთავარი დამნაშავე – მავანი შემკვეთი დგას და თუ ის (ან ისინი) არ იპოვნეს, მარტო მსაჯების დაკავებით საქმეს არ ეშველება. გამოძიება კი გრძელდება და იმედია, მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ამ ფონზე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის მატჩები ჩრდილში მოექცა. ქუთაისში “ტორპედო” – “დინამო” ბათუმის მატჩზე ქომაგებმა ბანერიც კი გამოფინეს წარწერით: ჩვენ გვინდა სამართლიანი ჩემპიონატი. საკუთრივ მატჩი კი ცოტა მოულოდნელი ფინალით დამთავრდა. მასპინძელი ქუთაისელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში მეორე დგილზე აინაცვლებდნენ, მაგრამ ბოლო წუთები ბათუმელებმა უკეთ ჩაატარეს და ფრეს გამოჰკრეს ხელი. ქუთაისელთა დამრიგებელმა, რევაზ ძოძუაშვილმა მხოლოდ ის თქვა: ფეხბურთი იმით არის კარგი, რომ მოულოდნელობებით აღსავსეა. ბათუმელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ოდნავი მოდუნება არ გვაპატიესო.

ძალიან უსახური გამოდგა ცენტრალური მატჩი გორში, სადაც “დილა” თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. დაბალ ტემპში მიმდინარე შეხვედრაში მხოლოდ რამდენიმე ნახევარმომენტი შეიქმნა.

სამაგიეროდ, გასულ ტურში წაგების შემდეგ მოიგო “სამტრედიამ” და კვლავ მეორე ადგილზე აინაცვლა, თუმცა ცხინვალის “სპარტაკს” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “მერანმა.” ჭყონდიდელებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სამტრედიაში “ჩიხურა” დაამარცხეს.

 

25 სექტემბერი

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (62), 2:0 გიორგი ივანიშვილი (65), 2:1 შოთა ლომია (73, პენალტით)

გაძევება: ლევან ქურდაძე (77, ზუგდიდი, ორი ყვითელი)

 

26 სექტემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი 2:2 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი ფანცულაია (16), 1:1 ვარლამ კილასონია (85), 2:1 გიორგი კილასონია (86), 2:2 ლევან შარიქაძე (90, პენალტით) 

 

კოლხეთი (ფოთი) – სიონი (ბოლნისი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დავით სიჭინავა (7)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 კობა შალამბერიძე (7), 1:1 ვანო კურდღელაშვილი (25), 2:1 ელგუჯა ლობჟანიძე (27), 2:2 გიგა ჟვანია (82)

 

 დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 0:0

გაძევება: გივი ქარქუზაშვილი (87, დილა, ორი ყვითელი)

 

27 სექტემბერი

მერანი (მარტვილი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 დათა ციცხვაია (7, 38)

 

შუქურა (ქობულეთი) – სამტრედია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (19)

 

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (ბათუმი) 2:2 (1:0)

გოლი: 1:0 ოთარ კვერნაძე (32), 2:0 ვალერი აბრამიძე (52),  2:1 გიორგი ბერიაშვილი (73), 2:2 ნიკოლოზ დიასამიძე (76)

მე-8 ტური

4 ოქტომბერი: ზესტაფონი – კოლხეთი, გურია – სპარტაკი, სიონი – დილა

5 ოქტომბერი: ჩიხურა – ვიტ ჯორჯია, დინამო (თბ) – მერანი, ზუგდიდი – ტორპედო, სამტრედია – დინამო (ბთ), შუქურა - მეტალურგი

 


1.

დინამო თბ.

7

1

1

14:6

16

 

2.

სამტრედია

7

4

1

2

8:6

13

 

3.

სპარტაკი

7

4

1

2

6:6

13

 

4.

ტორპედო

7

3

3

1

8:5

12

 

5.

დილა

7

3

2

2

8:3

11

 

6.

ვიტ ჯორჯია

7

3

1

3

9:6

10

 

7.

დინამო ბთ.

7

3

1

3

8:8

10

 

8.

ჩიხურა

7

3

1

3

7:8

10

 

9.

მეტალურგი

7

2

3

2

9:8

9

 

10.

გურია

7

2

3

2

6:12

9

 

11.

ზესტაფონი

7

2

2

3

15:10

8

 

12.

სიონი

7

2

2

3

8:9

8

 

13.

მერანი

7

2

1

4

6:8

7

 

14.

კოლხეთი

7

2

1

4

6:10

7

 

15.

შუქურა

7

1

4

2

5:11

7

 

16.

ზუგდიდი

7

0

3

4

4:11

3

 მეგოლეები:

4 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე  (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი), დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.113895