ისე მოხდა, რომ სანაკრებო პაუზის გამო, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორი ტური ლამის მიჯრით ტარდება. 11-12 სექტემბერს მე-5 ტურის შეხვედრები ჩატარდა. 16-17 სექტემბერს კი გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართება. საინტერესოა თბილისის “დინამოსა” და ქობულეთის “შუქურას” შეხვედრა, რომელშიც ახალგაზრდა დინამოელები წინა ტურში რუსთავში ნაჭამი სირცხვილის ჩამორეცხვას ეცდებიან საკუთარი მაყურებლის თვალწინ. ასევე რუსთაველთა ივანწმინდაში სტუმრობა და სიონი-ზესტაფონის დაპირისპირება “მიხეილ მესხზე”. მარგველებმა ზედიზედ სამი თამაში წააგეს და ბოლნისელებთან, ალბათ, გაათმაგებული მოტივაციით გავლენ მინდორზე.
დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი)
16 სექტემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00
მსაჯები: ხ. გაგნიძე, ზ. ფიფია, დ. კურტანიძე, დ. სანოძე (სათადარიგო)
სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი
16 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00
დისკვალიფიცირებულები: თორნიკე აფციაური (სიონი); ჯაბა დვალი, თედორე გრიგალაშვილი
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ჩიგოგიძე, გ. ყრუაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)
სამტრედია – სპარტაკი (ცხინვალი)
16 სექტემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00
დისკვალიფიცირებულები: გიორგი დათუნაიშვლი (სამტრედია); ნიკა კაჭარავა, მერაბ გიგაური (სპარტაკი)
მსაჯები: ო. ხეცაძე, ი. უკლება, ს. სპიცინი, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)
ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
16 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზვ. ერქვანია, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)
დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი)
16 სექტემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00
მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ლ. თოდრია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
ზუგდიდი – დილა (გორი)
17 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
მსაჯები: ბ. ნინუა, გ. ელიკაშვილი, ზ. ასკაროღლი, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)
გურია (ლანჩხუთი) – კოლხეთი (ფოთი)
17 სექტემბერი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00
დისკვალიფიცირებულები: ვლადიმერ ზუხბაია (გურია); ლუკა გუგუჩია (კოლხეთი)
მსაჯები: თ. ხუჭუა, ბ. ჭიჭნაძე, დ. კვეტენაძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი)
17 სექტემბერი. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებული: დავით ოდიკაძე (ჩიხურა)
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ა. კოკაია, ი. მაჩიტიძე, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
| 1. | დინამო (თბ) | 4 | 3 | 0 | 1 | 6:5 | 9 | |
| 2. | მეტალურგი | 4 | 2 | 2 | 0 | 5:1 | 8 | |
| 3. | დილა | 4 | 2 | 1 | 1 | 4:1 | 7 | |
| 4. | სამტრედია | 4 | 2 | 1 | 1 | 4:4 | 7 | |
| 5. | სპარტაკი | 4 | 2 | 1 | 1 | 2:2 | 7 | |
| 6. | ვიტ ჯორჯია | 4 | 2 | 0 | 2 | 4:2 | 6 | |
| 7. | შუქურა | 4 | 1 | 3 | 0 | 4:3 | 6 | |
| 8. | დინამო (ბთ) | 4 | 2 | 0 | 2 | 3:4 | 6 | |
| 9. | ტორპედო | 4 | 1 | 2 | 1 | 4:3 | 5 | |
| 10. | სიონი | 4 | 1 | 2 | 1 | 4:4 | 5 | |
| 11. | ჩიხურა | 4 | 1 | 1 | 2 | 3:4 | 4 | |
| 12. | მერანი | 4 | 1 | 1 | 2 | 3:4 | 4 | |
| 13. | კოლხეთი | 4 | 1 | 1 | 2 | 2:5 | 4 | |
| 14. | ზესტაფონი | 4 | 1 | 0 | 3 | 9:6 | 3 | |
| 15. | ზუგდიდი | 4 | 0 | 3 | 1 | 2:3 | 3 | |
| 16. | გურია | 4 | 0 | 2 | 2 | 0:8 | 2 |
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.





