მილანის “ინტერის” ახალწვეულის, ერნანესის “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაში საეჭვოა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს.
ერნანესი “ინტერში” გასულ თვეში გადავიდა. მან მილანური გუნდის მაისურით ერთი თამაში ჩაატარა და საგოლე გადაცემით გუნდს მონატრებული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
Football Italia-ს ცნობით, ერნანესმა დღევანდელი ვარჯიში გააცდინა, რის გამოც, მისი მომდევნო შეხვერაში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
15 თებერვალს, “ინტერი” “ფიორენტინას” სერია A-ს ეგიდით გასამართ მატჩში დაუპირისპირდება.