ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ღიად დააფიქსირა, რომ უფრო მაღალი დონის კლუბში გადასასვლელად მზადაა. დანიელმა სიმპათიები “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მიმართ გამოხატა.
“თუკი პსჟ-ში ან “სიტიში” თამაშის შანსი მექნება, უარი რატომ უნდა ვთქვა? ჩემთვის მნიშვენლოვანია, რომ გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობდე. საკმარისი სათამაშო პრაქტიკა თუ მექნება, გაცილებით ძლიერი ფეხბურთელი გავხდები”, - განუცხადა ერიქსენმა ჰოლანდიურ პრესას.
აღსანიშნავია, რომ ერიქსენის ხილვით “ტოტენჰემი” და “ლივერპულიც” არიან დაინტერესებულნი. დანიელისთვის ბრძოლაში, ბრიტანელი ჟურნალისტები ფავორიტებად სწორედ ამ ორ კლუბს მოიხსენიებენ.