ამსტერდამის “აიასის” ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს. Sky Sports-ის ცნობით, დანიელის აგენტი მარტინ სხოტსი ერთბაშად რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
“სადღეისოდ, რიგ კლუბებთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები. ახლა ძნელი სათქმელია, დასრულდება თუ არა საქმე ტრანსფერით. ერიქსენს სურს, რომ მის სანაცვლოდ, “აიაქსმა” თანხა მიიღოს. ამიტომაც, თუკი ტრანსფერი არ შედგება, კრისტიანი ამსტერდამელებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს”, - განაცხადა სხოტსმა.
მოგეხსენებათ, ერიქსენს ჰოლანდიელებთან კონტრაქტი გაისად ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.