ფეხბურთი

10:45 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსენმა “ლევერკუზენი” იუარა

ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველმა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ “ლევერკუზენში” გადასვლა არ ისურვა. De Telegraaf-ის ცნობით, გერმანელებმა 21 წლის დანიელს ოფიციალურად მიმართეს და პირადი კონტრაქტის დეტალები გააცნეს, მაგრამ ბუნდესლიგაში გადასვლაზე ვერ დაიყოლიეს.

რამდენადაც ცნობილია, ერიქსენის გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ინგლისურ “ლივერპულში” სურს თამაში. მოგეხსენებათ, მერსისაიდელები დანიელით დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან.

ცნობისათვის, ჰოლანდიის ერედივიზიონის გასულ გათამაშებაში, ერიქსენმა “აიაქსის” მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.

 

0.145908