ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. ამ ეტაპზე, 21 წლის დანიელი სეზონის დასრულებას ელის.
“არ ვიცი, ზაფხულის სატრანსფერო სეზონის შემდეგ ვიქნები თუ არა “აიაქსის” წევრი. სავარაუდოდ, მოსამზადებელ პერიოდს ამსტერდამელებთან ერთად დავიწყებ და შემდეგ იმის მიხედვით ვიმოქმედებ, როგორც სიტუაცია მიკარნახებს. მოვლენათა განვითარების არცერთ ვარიანტს გამოვრიცხავ”, - განუცხადა ერიქსენმა Sporten-ს.
შეგახსენებთ, რომ ერიქსენის გადაბირება ინგლისურ კლუბებს – “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” სურთ.