ფეხბურთი

15:02 | 19.11.2013 | ნანახია 530 - ჯერ

ერიკსენს 3-თვიანი უქმობა ემუქრება

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის – კრისტიან ერიკსენის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ელოდნენ. France Football-ის ცნობით, 21 წლის დანიელს დაახლოებით 3 თვის ლაზარეთში გატარება მოუწევს.

მოგეხსენებათ, ერიკსენი დანიისა და ნორვეგიის ნაკრებთა ამხანაგურ დაპირისპირებაში დაშავდა და მოედანი 41-ე წუთზე დატოვა. კომპენსაციის სახით, ფიფა ლონდონურ კლუბს 1.2 მილიონ ევროს გადაუხდის.

ცნობისათვის, ერიკსენმა “ტოტენჰემის” მაისური 12 მატჩში მოირგო და გოლით გამოირჩა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.118732