ფეხბურთი

18:36 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “ტოტენჰემის” ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს კოჭის მყესების გაწყვეტილი აქვს, სიმართლე არ გამოდგა. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის შუახაზელს მყესები დაჭიმული აქვს, რაც გაცილებით მსუბუქი ტრავმაა, ვიდრე ივარაუდებოდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერიკსენი მინიმუმ სამ თვეს გამოტოვებდა. “ტოტეჰემის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მკურნალობის ზუსტი დრო მითითებული არაა, მაგრამ ნათქვამია, რომ ფეხბურთელის დაბრუნება უფრო მოკლე ვადებში მოხდება.

0.112576