ფეხბურთი

13:08 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტოჰირი: “მწვრთნელი და მოთამაშეები გმირები არიან”

მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი, სერია A-ს განვლილ ტურში “მილანის” 1:0 დამარცხების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ეს იყო “ნერაძურას” პირველი გამარჯვება მას შემდეგ, რაც კლუბის სათავეში ტოჰირი მოვიდა, თუმცა შაბათ-კვირას ინდონეზიელმა ბიზნესმენმა დერბიში ერთბაშად ორი გამარჯვებით გაიხარა.

გუშინ ის ძირითადი გუნდების შეხვედრას დასწრო, შაბათს კი, თვალს ადევნებდა პრიმავერას თამაშს, რომელშიც “ინტერის” ახალგაზრდებმა “მილანელი” თანატონელები 3:1 დაამარცხეს და ის იტალიის თასის გათამაშებიდან გამოაგდეს.

“ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ამ უქმეებზე დერბიში ორ გამარჯვებას ვიხილავდი. რაღა თქმა უნდა, მთავარი გმირები მწვრთნელები და ფეხბურთელები არიან, რადგან მე ამ პროექტის მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნაწილი ვარ. არის რაღაც პოზიციები რომლებიც გაძლიერებას საჭიროებს და ტრანსფერებზე აუცილებლად ვიფიქრებთ, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. სტატისტიკის თანახმად ზამთრის ტრანსფერების 60 პროცენტი წარუმატებელია” - თქვა ტოჰირმა.

0.136755