ფეხბურთი

12:09 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტოჰირი: “ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მივიღებ”

მილანის “ინტერის” ახალმა პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ კლუბის მუშაობის ორიენტირად ამერიკულ გამოცდილებას გამოიყენებს, ფეხბურთელების შერჩევისას კი, უპირატესობა მთავარ მწვრთნელსა და კლუბის დირექტორს მიენიჭება.

“ძალიან ბევრს საუბრობენ ახალი ფეხბურთელების შეძენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ კლუბში მხოლოდ სისტემის ასაშენებლად მოვედით. ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ მივიღებ და ამ საკითხებს მწვრთნელებთან და დირექტორებთან განვიხილავ. უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანში ჩატარდება და “ინტერი” ამისთვის მზად უნდა იყოს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მაგრამ მიზანმიმართული მუშაობა ამ ტურნირში სწრაფად დაბრუნებაში დაგვეხმარება.

ინგლისში ამერიკელების ხელში სამი თუ ოთხი კლუბი მოხვდა, მაგალითად “მანჩესტერ იუნაიტედი”. მე კარგად ვიცნობ შტატებს, მიყვარს კალათბურთი და ვიცი როგორ აკეთებენ სპორტისგან ბიზნესს. მათ გრძელვადიანი სტრატეგია აქვთ და კარგად იციან როგორ განვითარდნენ და გაძლიერდნენ. თუ “ინტერი” ასეთ მოდელს არ აირჩევს, ის კონკურენტუნარიანი ვერ გახდება. აუცილებელია იყო ძლიერი და მაყურებელმაც სანახაობრივი თამაში ნახოს. კარგი ბიზნეს-გეგმის გარეშე, ინვესტიციები ვერ გაამართლებს” - ისაუბრა Football Italia-სთან ტოჰირმა.

0.114568