კალათბურთი

21:25 | 2.04.2013 | ნანახია 311 - ჯერ

ერიკ სპოელსტრა და ჯორჯ კარლი NBA-ს გასული თვის საუკეთესო მწვრთნელებად დასახელდნენ

ერიკ სპოელსტრა ("მაიამი") და ჯორჯ კარლი ("დენვერი") NBA-ს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული თვის საუკეთესო მთავარ მწვრთნელებად დასახელდნენ, - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.

სპოელსტრას დამოძღვრილებმა, მარტში 18 მატჩი გამართეს და აქედან 17-ში გამარჯვება იზეიმეს. "ნაგეთსმა", ჯორჯ კარლის ხელმძღვანელობით, რეგულარული გათამაშების 15 მატჩში მხოლოდ 2 მარცხი იწვნია და პლეი ოფების წინ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომაეობა.

თვის საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატურაზე ასევე წარდგენილები გახლდნენ: რიკ კარლაილი("დალასი"), ფრანკ ვოგელი ("ინდიანა"), ლიონელ ჰოლინზი ("მემფისი") და მაიკ ვუდსონი ("ნიუ იორკი").


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.133547
სარეკლამო ადგილი - 99
X x X