იტალიური “რომას” არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის ერიკ ლამელას მომავალი, როგორც ჩანს, კიდევ დიდი ხნით დაუკავშირდება იტალიას. ბუენოს-აირესში გაზრდილი და “რივერ პლეიტში“ “დაფრთიანებული“ ფეხბურთელის “გაიტალიელება“ მისი ცოლის, იტალიელი სოფია ტოსკანის დამსახურება იქნება.
სოფიას და ერიკს ერთი შვილი ჰყავთ და რომში უკვე იმხელა სასახლე შეიძინეს, აშკარაა, იქიდან ფეხის მოცვლას კარგა ხანს არ აპირებენ. ამას გარდა, არგენტინელი ფეხბურთელი ამბობს, რომ შვილის იტალიაში გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.
სოფია ტოსკანიც არ ზის უქმად. რამდენიმე წელია, ერიკ ლამელას მეუღლეს, პარტნიორებთან ერთად, ყვავილების ბიზნესი აქვს დაწყებული და უსახსრობას არც სოფია უჩივის. სხვათა შორის, სოფია ყოფილი მოდელია და დიდი პოდიუმიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო წავიდა.