საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკოს” კაპიტანი ერიკ აბიდალი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ აქვს და ფეხბურთელის საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნება ხვალისთვის იგეგმება.
აბიდალმა “მონაკოს” ბოლო თამაში გრიპის გამო გააცდინა. ცნობილი გახდა, რომ წამლებმა, რომლებსაც ფეხბურთელი მკურნალობის დროს იყენებდა, მას პირიქით, ავნეს და ამის გამო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო.
“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აბიდალის საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით მოხდა, ვინაიდან ბოლო წლებში, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში, აბიდალმა სიმსივნით დაავადებულ ღვიძლზე ორი ოპერაცია გაიკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მგელია
ჯანმრთელობას გისურვებ!
ერიკ შე მაგარო!
აბი მაგარი კაცია ღმერთი შენსკენ... წადი რააა დანებე ფეხბურთს თავი რამე არ დაგემართოს სტადიონზე
აბიდალ გაიხარე. როგორ გაფასებ-შენ დღეს მსოფლიოში აძლევ იმედსა და მაგალითს ყველა სიმსივნით დაავადებულს. მე როგორც ექიმი შენ ორასმაგად გაფასებ. მადლობა.
ეტყობა ძლიერი ორგანიზმი აქვს
რა პუიოლი ტო.. აბიდალი არის ცოცხალი გმირი.. ყველაფერი კიდია არნებდება
აბიდალი შენ გენაცვალე მაგარი კაცი ერტი ეს და მეორე პუიოლი
ისევ ის ავატარი დააყენე. მაგარი იყო მუ. სერიოზულად