“მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის. მექსიკის ეროვნული ნაკრების თავკაცმა მიგელ ერერამ “სკაი სპორტსის” ეთერში საუბრისას ღიად განაცხადა, რომ ჩიჩარიტო “ოლდ ტრაფორდზე” ბედნიერი არაა.
“ხავიერ ერნანდესი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ იმედგაცრუებულია იმით, რომ არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა. ჩიჩარიტო ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და მოედანზეც დიდ სამუშაოს ასრულებს. გულდაწყვეტილია და თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბი არცთუ დიდ ნდობას უცხადებს. ხავიერს მუხლჩაუხრელი მუშაობა და მიზნების მიღწევა უყვარს”, - განაცხადა ერერამ.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ჩიჩარიტომ მოედანზე 547 წუთი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.