ფეხბურთი

14:45 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერდოღანის საყვარელი კლუბი და შოთა

თურქული სუპერლიგა 16 აგვისტოს იწყება, მანამდე კი შოთა არველაძის "ქასიმფაშა" მზადებას აგრძელებს და მწვრთნელი კმაყოფილია: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიყვანა, რომელთა შორის გამორჩეულია რაიან ბაბელი. ჰოლანდიელ შემტევზე არველაძე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს.

"ჩვენი მიზანია, გუნდი უფრო სტაბილური გახდეს. მოსამზადებელ პერიოდში ფეხბურთელების მხრივ დანაკლისი არ გვქონია. როგორც თურქეთში, ასევე საზღვარგარეთაც კარგად მოვემზადეთ".

არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლეგიონერები აძლიერებენ და ასევე, ხიბლს მატებენ თურქულ გუნდებს. საქმე ისაა, რომ თურქეთში ბევრი საუბარია უცხოელ ფეხბურთელთა მოჭარბებაზე. შოთამ აღნიშნა, რომ როდესაც თურქეთში ლეგიონერები არ იყვნენ, ან ძალიან ცოტანი იყვნენ, ვერც ნაკრები აღწევდა წარმატებას და ვერც კლუბები.

ცნობისთვის, "ქასიმფაშა" თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საყვარელი კლუბია.

თურქული სუპერლიგის 18 კლუბიდან 5-ს უცხოელი წვრთნის. განსაკუთრებით ელიან, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ახალ ამპლუაში ლეგენდარული ბრაზილიელი რობერტო კარლოსი - "სივასსფორის" თავკაცი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118591