ფეხბურთი

16:15 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ექტორ კუპერი: "არცერთ უცხოურ ქვეყანაში გადასვლას არ ვნანობ"

57 წლის არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი ესპანურ La provincial-ს ესაუბრა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა აღნიშნა, რომ კარიერაში არცერთ უცხოურ ქვეყანაში, კლუბსა თუ ნაკრებში, გადასვლას არ ნანობს - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრგან წარუმატებლობა განიცადა.

"დაუფიქრებლად არსად წავსულვარ. ყოველთვის, დღეების განმავლობაში ვაანალიზებდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი ამა თუ იმ ქვეყანაში" - თქვა კუპერმა, რომელიც პალმა-დე-მალიორკაში ცხოვრობს და ახლაც წინადადებებს განიხილავს თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

როგორც იცით, კუპერი ბოლოს თურქულ "ორდუსფორში" მუშაობდა, საიდანაც აპრილის ბოლოს წავიდა.

კუპერმა 1999-2001 წლების "ვალენსიაზეც" ისაუბრა. არგენტინელმა სულ ორი სეზონი იმუშავა "ღამურებში" და ორჯერვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა - იქ კი ვერა და ვერ მოიგო.

"რანიერი შევცვალე და გუნდში გარკვეული სიახლეები შევიტანე. უპირველესად, ტაქტიკური. იცით, "ვალენსიადან" წასვლის დღეს ერთმა პიროვნებამ მითხრა: "ექტორ, იცით, რომ მთელ ქალაქს ილუზიის გრძნობა დაუტოვეთ?" - და ის მართალი გახლდათ. "ვალენსია" დიდი კლუბია, მაგრამ არაა "მანჩესტერ იუნაიტედი". ჩვენ კი არა მხოლოდ მანჩესტერელებს, "ლაციოსა" და "ბარსელონას" დამაჯერებლად ვძლიეთ.

ხალხს შეუძლია ათასი რამ ილაპარაკოს, როცა უშუალო ტკივილისგან ძალიან შორს არიან. მე კი მინდორზე განვიცდიდი, იქ მტკიოდა, რაც ფინალებში მოხდა". 


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111123