არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მესის რუმინეთთან ამხანაგური მატჩის მერვე წუთზე გული პირდაპირ მოედანზე აერია. მიუხედავად ამისა, 26 წლის ფეხბურთელმა ის შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. გაირკვა, რომ ეს მესის პირველად არ მოსვლია, თუმცა, ექიმები გულისრევის მიზეზის დადგენას ვერ ახერხებენ.
“მსგავსი რამ არა მხოლოდ მატჩისას, არამედ ვარჯიშების, ან უბრალოდ სახლში ყოფნისასაც მემართება. რატომ? - ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. ექიმებს არაერთხელ მივმართე, მაგრამ მათ მიზეზი ვერ დაადგინეს” - განუცხადა არგენტინელმა Football Espana-ს.