კალათბურთი

18:39 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი და კაზინსი გამოარჩიეს

“ნიუ იორკ ნიქსის” ფორვარდი კარმელო ენტონი და “საკრამენტო კინგზის” ცენტრი დემარკუს კაზინსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

ენტონის დახმარებით ნიუ იორკელებმა კვირის განმავლობაში სამივე მატჩი მოიგეს, კარმელოს საშუალო მონაგარი კი 27.0 ქულა გახლდათ. სამი გამარჯვება იზეიმა “საკრამენტომაც”, კაზინსის საშუალო მონაგარი კი 25.0 ქულა და 12.7 პასი იყო.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ჯო ჯონსონი (“ბრუკლინი”), ტაი ლოუსონი (“დენვერი”), ჯოშ სმიტი (“დეტროიტი”), დერენ კოლისონი, ბლეიკ გრიფინი (ორივე – “კლიპერსი”), მაიკ კონლი (“მემფისი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”) და ტიმ დანკანი (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.

0.077859