ფეხბურთი

22:50 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე სუარესს დებიუტისთვის ამზადებს

კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელი ლუის ენრიკე კლუბის ურუგვაელ ახალწვეულს, ლუის სუარესს გამპერის თასზე, “ლეონის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ათამაშებს.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ სუარესის 4-თვიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, მაგრამ ურუგვაელ თავდამსხმელს ვარჯიშისა და ამხანაგურ მატჩებში თამაშის უფლება მისცა. ეს ნიშნავს, რომ სუარესს 18 აგვისტოს, გამპერის თასზე თამაშის საშუალება მიეცემა და ლუის ენრიკე ამ შანსის გამოყენებას აპირებს.

“ჟოან გამპერის თასზე გასამართ მატჩში ლუის სუარესი მოედანზე გარკვეულ დროს გაატარებს.

ლუისი შესანიშნავად ვარჯიშობს და ამტკიცებს, რომ სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება.” – აცხადებს ლუის ენრიკე.

იმასაც აღვნიშნავთ, რომ სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, სუარესის დისკვალიფიკაციის ბოლო დღე 24 ოქტომბერია. ეს ნიშნავს, რომ ურუგვაელს 25 ან 26 ოქტომბერს, “რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის უფლება ექნება და არაა გამორიცხული, მისი ოფიციალური დებიუტი სწორედ “ელ კლასიკოში” შედგეს.

0.139246