ფეხბურთი

16:05 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენდი კეროლმა თითი მოიტეხა

“ვესტ ჰემის” ფორვარდმა ენდი კეროლმა “ევერტონთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:1) თითი მოიტეხა, მაგრამ მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა. ამის შესახებ Eurosport-ი იუწყება.

ტანმაღალმა ინგლისელმა ტრავმა უწყინარ სიტუაციაში მიიღო და დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. მედიკოსებმა თავდამსხმელს დახმარება გაუწიეს, რისი წყალობითაც, ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო, კეროლს მიმდინარე სეზონში დიდი დრო გაუცდა და მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

 

0.115939