ფეხბურთი

17:43 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლიმ” კვლავ ორი ქართველით დაიწყო

იტალიის სერია B-ს ბინადარმა “ემპოლიმ”, მომავალი სეზონისთვის მზადება 11 ივლისს ორ ქართველ ფეხბურთელთან ერთად დაიწყო.

განვლილი სეზონის მსგავსად, “ემპოლის” შემადგენლობაში არიან ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე.

23 წლის მჭედლიძემ გასულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. როგორც ცნობილია, 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ, ის კარიერას “პარმაში” გააგრძელებს.

20 წლის შეყილაძემ “ემპოლიში” 8-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ “ემპოლიმ” სერია A-ში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშა და ორი მატჩის ჯამში “ლივორნოსთან” დამარცხდა (1:1, 0:1). 


 

0.111424