მადრიდის “რეალის” ვიცეპრეზიდენტმა ემილიო ბუტრაგენიომ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის კენჭისყრის შეფასებისას განაცხადა, რომ მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირება ურთულესი იქნება.
“ჩვენი ფეხბურთელების უზომოდ გჯერა, მაგრამ “ბაიერნთან” თამაში წარმოუდგენლად რთული იქნება. ბუნებრივია, იმედი მაქვს, რომ “რეალი” ფინალში გავა და მოიგებს” – იუწყება ბუტრაგენიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.