როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელმა სპეციალისტმა უნაი ემერიმ "სევილიასთან" ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ანდალუსიელებს 2016 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ბოლო დროს ემერის იტალიურ "მილანს" უკავშირებდნენ, თუმცა "როსონერის" ტრანსფერი არ გამოუვიდა.
ესპანელი მწვრთნელი "სევილიას" სათავეში 2013 წლის იანვრიდან უდგას. უნაი ემერის გაწვრთნილი ანდალუსიელები ევროპის ლიგის 2013/14 წლების სეზონის გამარჯვებულები გახდნენ.
გიორგი ბალახაძე