ფეხბურთი

18:59 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: “ლიგის საგზურზე ჯერ არ ვფიქრობ”

 

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში “რეალის” 2:1 ძლევის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში საუკეთესო ოთხეულში შესვლასა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ჯერ არ ფიქრობს. შეგახსენებთ, ემერის გუნდმა ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო.

“ჩემი და მთელი გუნდის ერთადერთი მიზანი ყოველი შემდგომი შეხვედრის უმაღლეს დონეზე ჩატარება იქნება. ამჟამად მეხუთე ადგილზე ვართ და თუ სტაბილურად თამაშს გავაგრძელებთ, ალბათ დაწინაურების შანსიც გამოჩნდება” – განაცხადა უნაი ემერიმ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე “სევილიას” ანგარიშზე 50 ქულაა. მის წინ მდგომ ბილბაოს “ატლეტიკს” კი 6 ქულით მეტი აქვს.

0.116391