თურქული სპორტული გამოცემების ცნობით, “ფენერბაჰჩემ” და მოსკოვის “სპარტაკმა” რუსული კლუბის ფორვარდ ემანუელ ემენიკეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს და ნიგერიელი ფეხბურთელი სტამბოლში დღეს საღამოს ჩავა.
ემენიკემ ახლახან, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთში დაბრუნება სურდა, სადაც 2009-2011 წლებში უთამაშია, მაგრამ “ფენერბაჰჩესთან” კონკრეტული მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ არაფერი უთქვამს.