“მილანის” ნახევარმცველი ურბი ემანუელსონი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ თავად 27 წლის ჰოლანდიელმა განუცხადა აპენინურ მედიასაშუალებებს.
“მილანის” ხელმძღვანელობას ვესაუბრე და უკვე ზუსტად ვიცი, რომ კლუბს ჩემი იმედი აქვს. ძალიან მალე, ახალ კონტრაქტს შემომთავაზებენ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, მოლაპარაკება არ დაწყებულა”, - განაცხადა ფეხბურთელმა.
ცნობისათვის, ემანუელსონმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.