ფეხბურთი

14:49 | 30.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელსონი “ფულემში” ითამაშებს

იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა ურბი ემანუელსონმა განაცხადა, რომ იჯარის წესით ინგლისურ “ფულემში” განაგრძობს კარიერას. 

“ფულემში სეზონის ბოლომდე იჯარით ვითამაშებ. მთავარ მწვრთნელ მარტინ იოლს კარგად ვიცნობ – მასთან ერთად “აიაქსში” მიმუშავია. მიხარია, რომ შანსი მომცა. მას ჩემი სჯერა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. “მილანის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავკარგე, თანაც ისე, რომ მიზეზი არ უთქვამთ. ამან ჩემზე ძლიერ იმოქმედა. უკანასკნელი 2 თვე რთული იყო. ჩემს ასაკში, რეგულარული სათამაშო პრაქტიკაა საჭირო”, - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Goal.com-ი. 
ემანუელსონი “ფულემში” სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088645