ფეხბურთი

14:00 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელტონმა “პორტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

პორტუგალიის “პორტუს” მეკარემ ელტონმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “პორტუს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

35 წლის ბრაზილიელმა მეკარემ მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. მას კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.

“ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან გუნდში კვლავ მენდობიან. “პორტუ” ჩემთვის ნამდვილი სახლი გახდა და ამ კლუბის რიგებში ჯილდოების მოპოვების იმედი კიდევ მაქვს” – განაცხადა ელტონმა.

0.125687