სხვა

20:07 | 23.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ელენე ევროპის მე-3 პრიზიორია

ქართველი ფიგურულად მოციგურავე, 20 წლის ელენე გედევანიშვილი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე პირველობაზე ელენემ მოკლე პროგრამაში მე-4 შედეგი აჩვენა, დღეს კი თავისუფალი პროგრამა (რომელიც მისთვის მუდამ სუსტ წერტილად ითვლებოდა) შესანიშნავად შეასრულა და ორივე დისციპლინის შეჯამებით, საერთო ჩათვლაში, მე-3 ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა მოიპოვა, ხოლო მე-2 პრიზიორი კონტინენტის პირველობის შარშანდელი გამარჯვებული, ფინელი ლაურა ლეპისტო გახდა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096451