ჩოგბურთი

22:44 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ელენა იანკოვიჩმა ბოგოტას ტურნირზე იმარჯვა

მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერმა ელენა იანკოვიჩმა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ჩოპა ჩლარო ჩოლსანიტას  მოიგო. ფინალში 27 წლის სერბმა ახალგაზრდა 20 წლის არგენტინელი პაულა ორმაეჩეა დაამარცხა - 6:1, 6:2.
შეხვედრა სულ რაღაც 74 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ელენამ 4 ბრეიკი განახორციელა, მისმა მეტოქემ ვერცერთი. იანკოვიჩის ანგარიშზე 6 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო პაულამ თავი მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომით "გამოიჩინა".
დღევანდელი მატჩი ამ ჩოგბურთელთა პირველი დაპირისპირება გახლდათ.
სერბმა კარიერაში WTA-ს მე-13 ტიტული მოიგო. მან საკუთარი ბიუჯეტი 40000 ამერიკული დოლარით შეავსო და მსოფლიო რეიტინგში ორშაბათს 250 სარეიტინგო ქულაც დაემატება.


 

0.116323