“ელჩეს” მცველის, ედუ ალბაკარის აზრით, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-6 ტურში, “რეალთან” მატჩში (1:2) მის გუნდს შედეგი “მოპარეს”.
“ჩვენ, უბრალოდ, შედეგი მოგვპარეს. ნებისმიერს, ვინც ეს თამაში ნახა, ესმის, თუ რატომ გაიმარჯვა “რეალმა”. ეს აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ თამაშის ფრედ დასრულება შეგვეძლო”, – იუწყება ალბაკარის სიტყვებს BBC-ი.
აქვე გეტყვით, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა, მასპინძელი “ელჩეს” კარში პენალტი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე დანიშნა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. თერთმეტმეტრიანი ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა, რომელმაც დუბლი მიითვალა. სხვათა შორის, “ელჩეს” ფეხბურთელების აზრით, მსაჯმა ძალიან საკამათო გადაყვწტილება მიიღო.