ესპანეთის საფეხბურთო ლიგის სამსაჯო კომიტეტმა მთავარი არბიტრი მუნიას ფერნანდესი პრიმერა დივიზიონის ორი უახლოესი ტურის თამაშებიდან მოკვეთა.
Marca-ს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მე-6 ტურის მატჩს “ელჩესა” და მადრიდის “რეალს” შორის, რომლის 94-ე წუთზეც მსაჯმაც მასპინძელთა კარში საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და “სამეფო კლუბმა” მის ხარჯზე 2:1 იმარჯვა.
საქმე ეხება პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის თამაშს, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილია” 3:2 დაამარცხა, ფერნანდესმა კი, უმიზეზოდ გააუქმა ანდალუზიელთა გოლი. მის მუშაობას “ელჩესა” და “რეალის” შეხვედრაში კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს.
ვარაუდობენ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ის აღარ დაინიშნება “ელჩეს” თამაშებზე, მომავალი წლის იანვრიდან მოიკვეთება საერთაშორისო შეხვედრებიდან, ხოლო მომავალი სეზონიდან მეორე დივიზიონში დააქვეითებენ.