მადრიდის “რეალსა” და კატალონიურ “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩის დროს, სტადიონზე წესრიგს 1100 პოლიციელი დაიცავს.
ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა ასეთი რაოდენობა იმ მაღალი ტემპერატურითაა განპირობებული, რომელიც ამ გუნდების გულშემატკივრებს შორის არსებობს.
AS-ის ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” იქნებიან როგორც ნაციონალური პოლიციის წევრები, ასევე მადრიდის მუნიციპალიტეტის პოლიციის წარმომადგენლები. ნაციონალურ პოლიციაში იქნებიან სწრაფი რეაგირების ჯგუფები, კინოლოგები და კავალერია მოტოციკლეტებით.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაში 23 მარტს, თბილისის დროით შუაღამისას დაიწყება.