ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, შაბათს გამართული მატჩების უმრავლესობა მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. მომდევნო ტურში გასამართი „ელ კლასიკოს“ წინ, მადრიდის „რეალმა“ კატალონიის „ბარსელონასთან“ ქულათა სხვაობა შეამცირა. საგულისხმოა ისიც, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მარცხმა „ბლაუგრანა“ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერად გახადა.
მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბერნდ შუსტერის დამოძღვრილი „მალაგა“ მიიღო და შინ უქულოდ გაუშვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებიდან დაბრუნებულმა მადრიდელებმა, ანგარიში გახსნეს – ანხელ დი მარიას ჩაწოდებულს ვერავინ გამოეხმაურა და ისე მოხდა, რომ ბურთმა ადგილი სტუმართა ქარის ბადეში მონახა.
ანდალუსიელები ქულის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ „რეალის“ სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო. კარლო ანჩელოტის გუნდმა წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დასვა – კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გამოიყენა და ტაბლოზე 2:0 ააციმციმა.
„ბარსელონას“ მონაწილეობით, მატჩები უგოლოდ ძალზე იშვიათად მთავრდება, მაგრამ შაბათს, სწორედ ასეთი დღე იყო. „ოსასუნასთან“ მატჩში, სტუმრად მოთამაშე კატალონიელებს რეალური სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ და ეს ანგარიშშიც ნათლად აისახა – 0:0.
„მესტალიაზე“ დამარცხდა „ვალენსია“, რომლის მეტოქეც „სოსიედადი“ იყო. სან–სებასტიანელებმა „ღამურებს“ თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანეს, მასპინძლებმა კი, მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს და 1:2 დამარცხდნენ.
როგორც უკვე ვთქვით, მარცხი იწვნია „ატლეტიკომაც“ და ლიდერობა „ბარსელონას“ დაუთმო. „ესპანიოლთან“ მატჩში, მადრიდელები მეკარე ტიბო კურტუას ავტოგოლით, მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 78362
რეალი – მალაგა 2:0 (0:0)
რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ხედირა, დი მარია (ხესე 81), ილიარამენდი, ისკო (მოდრიჩი 72), რონალდუ, მორატა (ბეილი 76).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
მალაგა: კაბალიერო, ველიგტონი, ანტუნეში (დარდერი 78), სანჩესი, ხამესი, ელიზეუ, ტისონე, კამაჩო, პორტილიო (სანტა კრუსი 77), ელ–ჰამდაუი, სამუ (ანდერსონი 70).
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
გოლი: 1:0 დი მარია (46), 2:0 რონალდუ (90პ.)
გაფრთხილება: კარვახალი (90) – ანტუნეში (12), ელიზეუ (49), ხამესი (72), სანჩესი (79), ველიგტონი (82)
კარში დარტყმა: 22 (15) – 3 (1) ჯარიმა: 5 - 12 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 10 - 0 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 1 – 13
ვალენსია. „მესტალია“. 37000
ვალენსია – სოსიედადი 1:2 (0:1)
ვალენსია: გუაიტა, მატიე, რუისი, პერეირა, გუარდადო, ფუეგო, ბანეგა (პარეხო 76), ფეგული (კანალესი 61), პაბონი, პოშტიგა (კარტაბია 46), ჟონასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, სურუტუსა (ხაბი პრიეტო 74), ბერგარა, პარდო (როსი 78), გრიზმანი (კასტრო 83), აგირეჩე, ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
გოლი: 0:1 გრიზმანი (41), 0:2 პარდო (59), 1:2 (პაბონი (90)
გაფრთხილება: ფუეგო (40), ბანეგა (40), რუისი (75) – დე ლა ბელია (3)
კარში დარტყმა: 16 (4) – 8 (3) ჯარიმა: 13 - 10 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 3
პამპლონა. „ელ სადარი“. 16123
ოსასუნა – ბარსელონა 0:0
ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, დამია, ლოლო, დე ლას კუევასი (სანხურხო 81), სისი (ომვუ 6), სილვა, ტორესი, რიერა (პუნიალი 67).
მწვრთნელი: ხავი გარსია
ბარსელონა: ვალდესი, მონტოია, პუიოლი, ბარტრა, ადრიანო, ჩავი (მესი 68), ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, პედრო (ტელიო 76), ნეიმარი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გაფრთხილება: ბერტრანი (77), ტორესი (90), ომვუ (90) – ფაბრეგასი (33), ადრიანო (84)
კარში დარტყმა: 4 (1) – 12 (3) ჯარიმა: 13 - 8 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 24% - 76% სეივი: 3 – 1
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 27000
ესპანიოლი – ატლეტიკო 1:0 (0:0)
ესპანიოლი: კასილია, სიდნეი, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ, გონსალესი, ლანსაროტე (ფერნანდესი 70), ლოპესი (როდრიგესი 82), გარსია, პიცი (სტუანი 72).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ალდერვეირელდი, გაბი (ადრიანი 62), სუარესი (როდრიგესი 77), გარსია (თურანი 58), კოკე, ვილია, კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 1:0 კურტუა (54ს.კ.)
გაფრთხილება: მორენო (31), ხ.ლოპესი (42), დ.ლოპესი (60), გონსალესი (84), გარსია (84) – ვილია (32), კოკე (40), როდრიგესი (84), კურტუა (90)
კარში დარტყმა: 9 (3) – 6 (0) ჯარიმა: 16 - 22 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 16 - 22 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 0 – 2