ფეხბურთი

15:12 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეკვადორის თავკაცმა მუნდიალზე წამსვლელების სია პრაქტიკულად განსაზღვრა

ეკვადორის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რეინალდო რუედამ პრაქტიკულად განსაზღვრა შემადგენლობა, რომლითაც ბრაზილიის მუნდიალზე გაემგზავრება. მან 24 მოთამაშე დაასახელა და სიიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოკლება მოუწევს.

ეკვადორული პრესის ცნობით, რუედამ მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად შემდეგი მოთამაშეები მიიწვია:

მეკარეები: მაქსიმო ბანგერა (“ბარსელონა”), ადრიან ბონე (“ელ ნასიონალი”), ალეხანდორ დომინგესი (“ლიგა დე კიტო”).

მცველები: გაბრიელ აჩილერი, ოსკარ ბაგი, ხორხე გუაგუა (ყველა “ემელეკი”), ვალტერ აიოვი (“პაჩუკა”, მექსიკა), ფრიკსონ ერასო (“ფლამენგო”, ბრაზილია), ხუან კარლოს პარედესი (“ბარსელონა”), კრისტიან რამირესი (“ფორტუნა”, გერმანია).

ნახევარმცველები: სეგუნდო კასტილიო (“ალ-ჰილალი”, საუდის არაბეთი), კარლოს გრუესო (“შტუტგარტი”, გერმანია), რენატო იბარა (“ვიტესი”, ჰოლანდია), ფიდელ მარტინესი (“ტიხუანა”, მექსიკა), კრისტიან ნობოა (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), პედრო კინიონესი (“ემელეკი”), ლუის სარიტამა (“ბარსელონა”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: ხაიმე აიოვი (“ტიხუანა”, მექსიკა), ფელიპე კაისედო (“ალ-ჯაზირა”, საუდის არაბეთი), ჯეფერსონ მონტერო (“მორელია”, მექსიკა), ჟოაო როხასი (“კრუს ასული”, მექსიკა), ენერ ვალენსია (“პაჩუკა”, მექსიკა), არმანდო ვილა (“უნივერსიდად კატოლიკა”, ჩილე).

0.145345