ეკვადორის ეროვნულ ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, იძულებითი ცვლილება განხორციელდა. მე-14 ნომერი სეგუნდო კასტილიო ოსვალდო მინდამ შეცვალა.
ეკვადორელთა სამწვრთნელო შტაბი იმედს არ კარგავდა, რომ ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი მუხლის ტრავმის მორჩენას მოახერხებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და 32 წლის შუახაზელი ამერიკული “ჩივასის” ნახევარმცველმა, ოსვალდო მინდამ შეცვალა.