თამაშგარე

11:00 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეკლსტოუნი მორიგ შარში გაეხვა

ფორმულა 1-ის ლეგენდარული შეფი, ბერნი ეკლსტოუნი შესაძლებელია ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრონ და რამდენიმე წელი “ვირის აბანოშიც” კი ჩააყუდონ. გამოძიება ეკლსტოუნს 45 მილიონ დოლარს ედავება და არსებობს ეჭვი, რომ ზემოთდასახელებული თანხა 83 წლის მილიარდელმა ერთ-ერთი ბანკირისაგან ქრთამად აიღო.

ჯერჯერობით არაა გასაჯაროებული, თუ რას დაჰპირდა ეკლსტოუნი ქრთამის მიმცემს თანხის სანაცვლოდ. თუმცა, ბერნისნაირი გაქანების მქონე ფუნქციონერს საეჭვოა ამხელა თანხა რაიმე უწყინარი მიზნით ჩაეჯიბა.

როგორც იცით, ბერნი ეკლსტოუნმა ცოტა ხნის წინ მეხუთედ იქორწინა და ასაკით თავისი ქალიშვილებისხელა ცოლი მოიყვანა. თუმცა როგორც ჩანს, ეკლსტოუნის მაფიოზურ ფიქრებს ვერც ახალგაზრდა ცოლის სიყვარულმა უშველა.

0.177449