ფეხბურთი

14:01 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეიდენ მაკგიდი: “პირველი გოლის დროს ცოტა გამიმართლა”

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ეიდენ მაკგიდიმ საქართველოს ნაკრებთან სტუმრად მოგებული მატჩის მერე თქვა, რომ სანაკრებო დონეზე უფრო შედეგიანად თამაში მართებს. სხვათა შორის, თბილისში დუბლის შემსრულებელი მაკგიდი, ევრო-2016-ის შესარჩევის მატჩებში გატანილი პირველი გოლის ავტორი აღმოჩნდა.

“საკვალიფიკაციოში მართლა პირველი გოლი გავიტანე? არცთუ ცუდია. პირველი გოლის დროს ცოტა გამიმართლა. ჯონ უოლტერსმა ბურთი მოიგერია, რობი კინმა გაატარა, ხოლო ჯეიმს მაკარტნი სიტუაციაში მშვიდად გაერკვა. მას დარტყმა თავადაც შეეძლო, მაგრამ ბურთი მე გადმომაწოდა.

რა თქმა უნდა, უფრო მეტის გატანა მსურს. განვლილი ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციოებში ვგრძნობდი, რომ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ არა შესაძლებლობების მაქსიმუმზე. ჩემთვის და გუნდისთვის კარგი დასაწყისია. იმედია, ამ წარმატებას განვავითარებთ. ვიცი, რომ ნაკრებში უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანო. საკლუბო დონეზე ამ მხრივ საქმე არცთუ ცუდად მაქვს, მაგრამ ნაკრებში უფრო შედეგიანად თამაშია საჭირო” – იუწყება მაკგიდის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.118083