27 წლის ირლანდიელი შემტევი ეიდენ მაკგიდი “ევერტონის” ფეხბურთელია. მან ინგლისურ კლუბს მოსკოვის “სპარტაკიდან” მიაშურა.
ლივერპულელებმა და მოსკოველებმა ტრანსფერი დაადასტურეს, მაგრამ გარიგების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ მაკგიდიმ “ევერტონთან” 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა.
ეიდენ მაკგიდი “სპარტაკში” 2010-14 წლებში თამაშობდა. “სელტიკის” ყოფლმა ფეხბურთელმა, რუსული კლუბის მაისურით ჩატარებულ 92 მატჩში თავი 13 გოლითა და 29 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.