ფეხბურთი

10:11 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეგოისტი სტარიჯი და მატას მანჩესტერული დებიუტი

 

პრემიერლიგის წუხანდელი მატჩებიდან, ცხადია, გამორჩეული მერსისაიდული დერბი იყო. ამჯერად ამ უშეღავათო დაპირისპირების ინტრიგა იმანაც გაამწვავა, რომ მეტოქეებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო, არადა ორივე ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. 

პირველ წუთებში “ევერტონი” უფრო ცოცხლად ირჯებოდა, მაგრამ მალევე მასპინძლებმა მოიპოვეს უპირატესობა, რაც 21-ე წუთზე პირველი გოლით დამთავრდა. საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდში კუთხური ლუის სუარესმა მოაწოდა, ხოლო “წითლების” “შტატიანმა მეკუთხურემ” კაპიტანმა ჯერარდმა საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავურით გახსნა ანგარიში. ეს ჯამში ჯერარდის მე-8 გოლი გახლდათ “ევერტონის” წინააღმდეგ მატჩებში. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლივერპულის” ტრავმამოშუშებულმა კაპიტანმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო გატანა.

შემდეგ დენიელ სტარიჯის ჯერი დადგა, რომელმაც 2 წუთის ინტერვალში დუბლი მიითვალა, თუმცა მეორე ტაიმში ის სხვა ეპიზოდის გამო უფრო მოექცა ყურადღების ცენტრში. ეტყობა ისე უნდოდა ჰეთ თრიქის შესრულება, რომ ჯერ სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გადააცილა კარს, მალევე კი, კონტრშეტევისას, ძალიან კარგ პოზიციაში მყოფ სუარესს პასი არ მისცა, თავად ცდილობდა გატანას, მაგრამ ვერ შეძლო და როჯერსმა ის მაშინვე შეცვალა. ამით უკმაყოფილო სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალმა სტარიჯმა დამრიგებელს რაღაც მიაძახა და უკმეხი პასუხიც მიიღო.

“ასეთი რეაქციისთვის ბოდიშს ვიხდი, - თქვა შემდეგ სტარიჯმა,- უბრალოდ, ვერგატანილმა პენალტმა მწყობრიდან გამომიყვანა. პირადად მწვრთნელთან პრეტენზია არ მქონია, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და თავი ვერ მოვთოკე.”

როჯერსმა კი დასძინა: “დენიელი აღელვებული იყო მომხდარით და თავი ვეღარ შეიკავა. თუმცა პრობლემა არ არის, მან მეც და თანაგუნდელებსაც მოუხადა ბოდიში. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ კლუბის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ. თუ თამაშისას რაღაც არ მოგეწონათ, მეორე დილით ბაზაზე შეგიძლიათ კარზე დამიკაკუნოთ და მიზეზი მკითხოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პატიოსნად გიპასუხებთ ყველაფერზე.”

თავისი აზრი ჯერარდმაც გამოთქვა. საერთოდ პენალტებს ის ურტყამს ხოლმე, ამჯერად კი სტარიჯს დაუთმო: “დენიელს მე ვუთხარი დაერტყა, მინდოდა ჰეთ თრიქი შეესრულებინა. მერწმუნეთ, ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა. დასანანია, რომ კარს ააცდინა ბურთი,”- აღნიშნა ჯერარდმა.

თავისი 23-ე გოლი გაიტანა სუარესმა. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა კი გაიხსენეს, რომ “ლივერპულს” ”ევერტონისთვის” ამდენი გოლი 1982 წლის შემდეგ აღარ გაუტანია.

დღის მეორე მთავარი ამბავი ხუან მატას დებიუტი იყო “მანჩესტერ იუნაიტედში.” პირველი მატჩის კვალობაზე არა უშავდა. ესპანელმა 84 წუთი დაჰყო მინდორზე  და ეშლი იანგსაც დაეხმარა მეორე გოლის გატანაში.

“არსენალმა” საუთჰემპტონში ორი ქულა დაკარგა და თუ დღეს “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ტოტენჰემს” მოუგო, ლიდერიც ის გახდება. “მეთოფეებმა” პირველი ტაიმი აშკარად “ჩააგდეს,” ერთადერთი გოლი მასპინძელთა პორტუგალიელმა ჟოზე ფონტემ გაიტანა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და ჯერ ოლივიე ჟირუმ გაათანაბრა, შემდეგ კი სანტი კასორლამ ააციმციმა თავისი გვარი ტაბლოზე. მაგრამ ეს ვენგერის ბიჭების დღე არ იყო, მასპინძელთა ლიდერმა ადამ ლალანამ “თავისი” მაინც გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და “არსენალი” შინ მხოლოდ ერთი ქულით გაისტუმრა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – კარდიფ სიტი 2:0 (1:0)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 301

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ევრა, ევანსი, რაფაელი, სმოლინგი, ჯონსი, ვალენსია, იანგი, გიგზი (კლევერლი 71), ვან პერსი (რუნი 63), მატა (იანუზაი 84)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

კარდიფ სიტი: მარშალი, ჰადსონი (ტერნერი 69), მაკნოგტონი, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მედელი, მატჩი (ბო-კიუნგ კიმი 52), ნუნი (დელი 78), ბელამი, კემპბელი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

გოლები: 1:0 ვან პერსი (6), 2:0 იანგი (59)

გაფრთხილება: ბელამი (21)

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 1(6)-2(2), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 4-2,  სეივი: 1-3

 

 

ნორვიჩი – ნიუკასლი 0:0

ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 762

ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, ფერი, სნოდგრასი, პილკინგტონი (რედმონდი 71), ჯონსონი, ჰუპერი (ტეტი 84), ვან ვოლფსვინკელი (ელმანდერი 71)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

ნიუკასლი: კრული, დებიუში, ტეილორი, უილიამსონი, სანტონი, ბენ არფა (შოლა ამეობი 83), ტიოტე, სისოკო, ანიტა, რემი, სემი ამეობი (ჰაიდარა 87)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გაფრთხილება: ფერი (66); სისოკო (58), შოლა ამეობი (83)

გაძევება: ჯონსონი (82); რემი (82)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 2(5)-3(7), ჯარიმა: 13-7, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-2

 

საუთჰემპტონი – არსენალი 2:2 (1:0)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 284

საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჟოზე ფონტე, შოუ, დევისი (გული 89), ლალანა, კორკი, შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი, გალახერი (უარდ-პროუსი 70)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, იოზილი, არტეტა, ფლამინი, კასორლა (გიბსი 86), ჟირუ (პოდოლსკი 90), გნაბრი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 70)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 ჟოზე ფონტე (21), 1:1 ჟირუ (48), 1:2 კასორლა (52), 2:2 ლალანა (54)

გაფრთხილება: უარდ-პროუსი (90+6), როდრიგესი (90+7); ჟირუ (31)

გაძევება: ფლამინი (80)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 4(4)-2(2), ჯარიმა: 11-3, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-3

 

სუონსი – ფულემი 2:0 (0:0)

სუონსი. “ლიბერთი სთედიუმი.” 20 004

სუონსი: ტრემელი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი (პოსუელო 88), რუტლიჯი, ბრიტონი, შელვი (ხორდი ამატი 79), ერნანდესი (დაიერი 58), ბონი

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

ფულემი: სტეკელენბურგი, ჰანგელანდი, რითერი, ბერნი, დეჟაგა (ბენტი 59), სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი, კაჩანიკლიჩი, დემპსი (დაფი 71), ბერბატოვი (ტანკოვიჩი 83)

მწვრთნელი: რენე მელენსტეენი

გოლები: 1:0 შელვი (61), 2:0 ჩიკო (75)

გაფრთხილება: ბონი (90+1); რიჩარდსონი (75)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 5(4)-4(7), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-5

 

კრისტალ პალასი – ჰალ სიტი 1:0 (1:0)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 22 519

კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი (ო’კიფი 81), დელანი, მოქსი, უარდი, იედინაკი, პანჩონი, ბოლასიე (მაკარტი 64), შამახი (ვილბრაამი 86), ჯერომი

მწვრთნელი: ტონი პულისი

ჰალ სიტი: მაკგრეგორი, როსენიორი, დევისი, მაკშეინი, ბრიუსი (ქუინი 76), ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი (ბოიდი 56), ლივერმორი, ლონგი, იელავიჩი (ფრაიატი 84)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლი: 1:0 პანჩონი (16)

გაფრთხილება: დელანი (22), შამახი (63), ჯერომი (83), ო’კიფი (90+2)

გაძევება: მაკგრეგორი (90+2)

მსაჯი: როჯერ ისტი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 2(8)-4(7), ჯარიმა: 12-7, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-2

 

ლივერპული – ევერტონი 4:0 (3:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 450

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, შკრტელი, სისოკო, ფლანაგანი (კელი 73), ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ლუის ალბერტო 79), სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი (მოზესი 71)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, ალკარასი, სტოუნზი, პინაარი (ოსმანი 46), ბერი, მაკარტი, ბარკლი (მაკგიდი 76), მირალასი, ლუკაკუ (ნეისმიტი 25)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ჯერარდი (21), 2:0, 3:0 სტარიჯი (33, 35), 4:0 სუარესი (50)

გაფრთხილება: პინაარი (38), ბერი (45+2), მირალასი (52)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 5(9)-7(6), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 1:0, სეივი: 4-5

 

მეგოლეები:

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

14 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

13 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

0.113569