ფეხბურთი

13:10 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეფენბერგს გერმანული ფინალის არ სჯერა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ ნახევარმცველ შტეფან ეფენბერგს არ სჯერა იმის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში წელსაც გერმანული კლუბები იასპარეზებენ. მისი აზრით, ფინალში გასვლას მხოლოდ პეპ გვარდიოლას დამოძღვრილი “ბაიერნი” შეძლებს.

“ვფიქრობ, გასულ სეზონში, “ბაიერნმა” და “დორტმუნდმა” ფინალში გასვლა დაიმსახურეს. მჯერა, მიუნხენელებს ფინალში ისევ ვიხილავთ. რაც შეეხება “დორტმუნდს”, ვფიქრობ წარმატების მიღწევა იურგენ კლოპის გუნდსაც შეუძლია, მაგრამ ფეხბურთელთა ხშირი ტრავმიანობა თავისას შვრება. გერმანული ფინალის არ მჯერა”, - განუცხადა ეფენბერგმა ალემანურ პრესას.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორი იუპ ჰაინკესის “ბაიერნი” გახდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103087