ფეხბურთი

21:25 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეფენბერგმა და სტოიჩკოვმა ფიფა გააკრიტიკეს

მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუს დასახელებამ გააღიზიანა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ტიტულს ფრანკ რიბერი იმსახურებდა, რომელიც გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა.

“ხანდახან გაუგებარია, რა ხდება ფიფასა და უეფაში და სად იღებენ გადაწყვეტილებებს. რიბერიმ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, “ბაიერნთან” ერთად ხუთი ტიტული მოიპოვა. საუკეთესოდ კი სულ სხვა ფეხბურთელი დაასახელეს” – უთხრა ეფენბერგმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.

“ოქროს ბურთის” ცერემონიალს ანალოგიური შენაარსის განცხადებით კიდევ ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი გამოეხმაურა. ბულგარელი ეჭვობს, რომ გამოკითხვის საბოლოო შედეგში ზეპ ბლატერის როლი არც თუ უმნიშვნელოა. 

0.131421