ფეხბურთი

12:30 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: “ეს მარცხი გაკვეთილი უნდა იყოს”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის “ატლეტიკოსთან” 1:3 განცდილი მარცხის შემდეგ, წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

“ძნელია იმის თქმა რა დაგვაკლდა. გატანილი გოლის შემდეგ თითქოს მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. შესაძლოა, მეტოქეს გამარჯვება ჩვენზე მეტად სწყუროდა. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ავღნიშნო, რომ “ატლეტიკომ” გამარჯვება და ფინალში გასვლა დაიმსახურა. გასახლდელში მიმავალ გზაზე გაშვებული გოლი დამღუპვერლი აღმოჩნდა და მეორე ტაიმში ვეღარაფერი მოვახერხეთ. ეს იყო ურთულესი მატჩი და ის გაკვეთილი უნდა იყოს მომავალი სეზონის წინ” - განუცხადა beIN Sport-ს აზარმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110398