პორტუგალიის ლიგის თასის მე-2 ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, “ჟილ ვისენტე”, რომლის ღირსებასაც ნახევარმცველი ავთო ებრალიძე იცავს, სტუმრად ლისაბონის “ბენფიკასთან” 0:1 დამარცხდა.
ამჯერად, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ჟილ ვისენტეს” 2 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზე. 9 ქულით პირველ ადგილზე “ბენფიკაა”, ხოლო “ჟილ ვისენტე” 2 ქულით მესამეა. ჯგუფის აუტსაიდერი ერთი ქულით “ლეიშოეშია”.
ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილის თამაშობს, ამხანაგურ შეხვედრაში “პაიდეს” 2:1 აჯობა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და შესვენებაზე შეცვალეს.
ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელიც სეზონის განახლებისთვის ისრაელში ემზადება, ეილათის “ტოსნოს” 1:0 აჯობა. გიორგი ნავალოვსკიმ სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ალექსანდრე ვერულიძე თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო.