ფეხბურთი

9:58 | 1.10.2013 | ნანახია 356 - ჯერ

ებრალიძე პორტუგალიაში ყოჩაღობს

 

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა "ჟილ ვისენტეს" ქართველმა შემტევმა ავთო ებრალიძემ. 21 წლის ებრალიძემ, "სეტუბალთან" გასვლაზე (2:2) კარგი თამაში აჩვენა და ორივე საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. პირველად, მის ფლანგიდან ჩაწოდებულს მოჰყვა გამწვავება, ხოლო მეორე გოლისას ეფექტური გარღვევა განახორციელა, 2 კაცი მოატყუა, კიდევ 2 მცველს შორის ბურთი შეინარჩუნა და თანაგუნდელს გაუკეთა პასი, რომელმაც ზუსტად დაარტყა.  http://www.ojogo.pt/jogosemdirecto/jogo.aspx?content_id=3443751

კარგია, რომ ასეთი დონის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა და თანაც, მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ავთომ ამ შეხვედრაში 80 წუთი ითამაშა, "ჟილ ვისენტე" კი მეშვიდე პოზიციაზეა.

რუსეთში "როსტოვი"-"ურალი" 1:1 დასრულდა. ჯანო ანანიძე სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ნახევარმცველს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია – საერთოდაც, სეზონის სტარტზე შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო მატჩებში. "როსტოვი" მერვე ადგილზეა.

"ურალს" კი კვლავაც ვერ შეუერთდა ლაშა გვალია – სავიზო პრობლემების გამო, რუსეთში ჩასვლას ვერ ახერხებს.

ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ერჩიესთან" და მე-15 ადგილზეა. ხიზანიშვილი განაცხადში არ გახლდათ, რადგან ბოლომდე არ მოუშუშებია ტრავმა.

უკრაინაში "სევასტოპოლმა" გასვლაზე 1:3 წააგო კიევის "არსენალთან" და მე-11 ადგილზეა. მათე ღვინიანიძემ, რომელიც თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან სანაკრებო მატჩისთვის გამოიძახა, შეუცვლელად ითამაშა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:09 | 21.05.2013
GOVEN (4940)

barca-cule
და რათ გინდათ? სონგი რომ გიზით სკამზე არ გყოფნით? თა ეს ზოგიერთივით პუტანა არ არის!!

14:05 | 21.05.2013
Deulofeu (13279)

ამ ბოლო წლებში დამკვიდრებილი წესის მიხედვით წელსაც გვიწევს არსენალიდან ვინმე ლიდერის შეძენა და მე მომხრე ვარ ეს ვინმე უილშირი იყოს

13:19 | 21.05.2013
alcantara. (2593)

სათაური DDDD

12:42 | 21.05.2013
gioliver (964)

ფერდინანდს უკბინა DDDD

12:18 | 21.05.2013
chamilo (33560)

ინგლისის კაპიტანი შეიძლება როდესმე გახდე და არსენალს რაც შეეხება მალე ვინმე შეთავაზებს არსენალს მაყუთს და გაგყიდიან

13:03 | 21.05.2013
Deulofeu (13279)

და ეს გუნდი ალბათ ისევ ბარსელონა იქნება

12:10 | 21.05.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

და მერე წარმატების ზენიტში წახვალ არსენალიდან DDD

0.063896
356