პორტუგალიის პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის დასკვნით მატჩში, “ჟილ ვისენტემ”, რომელშიც ავთო ებრალიძე გამოდის, სტუმრად “ეშტორილთან” 0:2 წააგო.
22 ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ებრალიძემ “ჟილ ვისენტეში” გადასვლის შემდეგ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მან 8-ჯერ სასტარტოში ითამაშა.
“ჟილ ვისენტეს” 28 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილი უკავია.