ფეხბურთი

15:35 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე "ბენფიკასთან" პირველ ტაიმში ათამაშეს

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" პორტუგალიის ჩემპიონატში 1:1 ითამაშა ლიდერ "ბენფიკასთან". ქართველი შემტევი სასტარტოში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში 0:0 იყო. "ჟილ ვისენტე" მე-11 ადგილზეა. 

პოლონურმა "იაგელონიამ" ტესტ-მატჩი გამართა ტაშკენტის "ფახთაქორთან" და 0:1 წააგო. ნიკა ძალამიძესა და გიორგი ფოფხაძეს არ უთამაშიათ. "ფახთაქორიდან" კი 84 წუთი გაატარა მინდორზე კახა მახარაძემ, რომელიც ტაშკენტელთა ლიდერად ითვლება. მახარაძე გუნდის კაპიტანიცაა.

ბუბა დაუშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა "კარპატი"-"რუხის" შეხვედრაში, რომელიც ლვოველებმა 2:0 მოიგეს. ასევე მეორე ნახევარში გაისარჯნენ ამბროსი ჩაჩუა და ევგენი ბოხაშვილი რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვთ და იქაურ 21-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდნენ.

0.124663